🚚 უფასო მიწოდება 50 ₾-ზე მეტ შეკვეთაზე 🚚
ელკომერციის წესები და პირობები
ბოლო განახლების თარიღი: 05/03/2021
ელკომერციის წესები და პირობები
1. იდენტიფიკაციის დეტალები
გამოყენების წინამდებარე ძირითადი წესები და პირობები და სამართლებრივი ინფორმაცია (შემდგომში, „ძირითადი წესები და პირობები") შეეხება B2B, S.L.-ის ვებსაიტს (შემდგომში, "Glovo"), რომლის დომენიცაა www.glovostore.com, და ყველა მასთან დაკავშირებულ საიტსა თუ საიტებს Glovo-ს დომენიდან, ისევე, როგორც მის შვილობილ კომპანიებსა და პარტნიორებს, მსოფლიო მასშტაბით არსებული Glovo-ს საიტების ჩათვლით (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „საიტი"). საიტი წარმოადგენს Glovo-ს საკუთრებას. ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე გამოყენების წესებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ მისი გამოყენებისგან.
Glovo ამით ხდის Glovo-ს ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციას (შემდგომში და ერთობლივად, „პლატფორმა") ხელმისაწვდომს მომხმარებელთათვის (შემდგომში, „მომხმარებელი" ან „მომხმარებლები").
მოქმედი კანონმდებლობის დებულებათა შესაბამისად, საიტის მფლობელის შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემებია ქვემოთ მოცემული:
2. გამოყენების წესები
„პლატფორმაზე" შესვლითა და პროფილის ნებაყოფლობითი შექმნით, ყველა „მომხმარებელი" აღიარებს და მკაფიოდ და არაორაზროვნად ეთანხმება წინამდებარე „გამოყენებისა და ხელშეკრულების დადების ძირითად წესებსა და პირობებს", „კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკასა" და „Cookie-ფაილების პოლიტიკას".
3. პროდუქტები და მომსახურებები
GLOVO საიტის საშუალებით სთავაზობს, „მომხმარებლების" მიერ შესყიდვის მიზნით, გვერდზე წარმოდგენილ პროდუქტებს, რომელთაც GLOVO მუდმივად ანახლებს მათი ხელმისაწვდომობის მიხედვით. „მომხმარებლებს" შეუძლიათ შეამოწმონ, რომელი პროდუქტებია ხელმისაწვდომი, „პლატფორმაზე" არსებული კატალოგის გამოყენებით.
პროდუქტებთან ერთად, Glovo „მომხმარებლებს" სთავაზობს შესაძლებლობას, გამოიყენონ გვერდზე ხელმისაწვდომი სხვა მომსახურებები, რომლებიც შეიძლება Glovo-ს ან მესამე პირის მიერ იყოს შეთავაზებული.
„მომხმარებელი" მკაფიოდ აღიარებს, რომ თუკი მოითხოვს მესამე პირის მიერ შეთავაზებულ გარკვეულ მომსახურებებს, ისინი დაექვემდებარება მესამე პირის „წესებსა და პირობებს" და Glovo საკუთარ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს.
„მომხმარებელს" შეიძლება მოუწიოს საფასურის გადახდა თავისი Glovostore-ის ანგარიშის გააქტიურებისთვის, რომელიც მოიცავს გარკვეულ ხელმისაწვდომ მომსახურებებს.
4. წვდომა და რეგისტრაცია „მომხმარებელთათვის"
იმისათვის, რომ გახდეთ „პლატფორმის" „მომხმარებელი", აუცილებელია დააკმაყოფილოთ შემდეგი მოთხოვნები:
„მომხმარებელი" იძლევა გარანტიას, რომ „პლატფორმისთვის" საჭირო სარეგისტრაციო ფორმების მეშვეობით მის მიერ Glovo-სთვის მიწოდებული ინფორმაცია საკუთარი პიროვნებისა და ქმედუნარიანობის შესახებ არის სწორი, ზუსტი და სრულყოფილი. დამატებით, „მომხმარებლები" იღებენ ვალდებულებას, მოახდინონ მათი დეტალების განახლება.
იმ შემთხვევაში, თუ „მომხმარებელი" წარმოადგენს მცდარ, არაზუსტ ან არასრულ ინფორმაციას, ან თუ Glovo გადაწყვეტს, რომ არსებობს ასეთი ინფორმაციის სისწორეში, სიზუსტესა ან მთლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, Glovo-მ შეიძლება არ დაუშვას „მომხმარებლის" მიერ „პლატფორმის" ან მისი ნებისმიერი კონტენტის და/ან მომსახურების როგორც ამჟამინდელი, ისე სამომავლო გამოყენება.
„პლატფორმაზე" რეგისტრაციისას, „მომხმარებლებმა" უნდა შეარჩიონ მომხმარებლის სახელი და პაროლი. მომხმარებლის სახელი და პაროლი მკაცრად კონფიდენციალური, პირადი და გადაუცემადია. ანგარიშების უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, Glovo-ს რჩევაა, „მომხმარებლებმა" არ გამოიყენონ შესვლის იგივე მონაცემები, რომლებსაც იყენებენ სხვა პლატფორმებზე წვდომისთვის. იმ შემთხვევაში, თუ „მომხმარებელი" გამოიყენებს შესვლის იმავე მონაცემებს, რომლებსაც იყენებს სხვა პლატფორმებზე წვდომისთვის, Glovo მოკლებული იქნება შესაძლებლობას, უზრუნველყოს ანგარიშის უსაფრთხოება ან აღკვეთოს „მომხმარებლის" ანგარიშის სხვა პირების მიერ გამოყენება.
4.1. პროფილი
„პლატფორმაზე" რეგისტრაციის დასასრულებლად, „მომხმარებლებმა" უნდა წარმოადგინონ კონკრეტული მონაცემები, მათ შორის, როგორიცა: მომხმარებლის სახელი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და საბანკო ბარათის დეტალები. სარეგისტრაციო პროცესის დასრულების შემდეგ, „მომხმარებლებს" მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ წვდომა, დაასრულონ და/ან სურვილისამებრ შეცვალონ საკუთარი პროფილი და/ან გააუქმონ რეგისტრაცია. Glovo არ ინახავს მომხმარებელთა გადახდის მონაცემებს, რომელთა დამუშავება და შენახვა ხდება გადახდის მომსახურების მიმწოდებლის მიერ, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე „წესებსა და პირობებში" და „კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკაში".
საბანკო ბარათის დეტალებთან დაკავშირებით, შენახვაზე აქ სპეციალურად არის აღნიშნული, რომ GLOVO არ ინახავს „მომხმარებლების" მიერ მოწოდებულ მონაცემებს, რომლებიც მუშავდება გადახდის გადამამუშავებელ Adyen-ის საშუალებით, რომელთანაც GLOVO-ს აქვს კომერციული შეთანხმება „საიტზე" შეძენილი პროდუქტებისთვის გადახდის დამუშავებასთან დაკავშირებით.
4.2. საკრედიტო ბარათის ქურდობა ან მითვისება
იქიდან გამომდინარე, რომ Glovo-ს არ შეუძლია რეგისტრირებული „მომხმარებლების" იდენტურობის გარანტირება, „მომხმარებლები" ვალდებული არიან, შეატყობინონ Glovo-ს, თუ მათ გააჩნიათ რაიმე მტკიცებულება იმაზე, რომ მათ Glovo-ს ანგარიშთან დაკავშირებული ბარათი მოპარულია და/ან მისი გამოყენება თაღლითურად ხორციელდება მესამე პირის მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი „მომხმარებელი" Glovo-ს არ შეატყობინებს მსგავსი მითვისების შესახებ, Glovo საკუთარ თავზე არ აიღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი მესამე პირის მიერ „მომხმარებლის" ანგარიშის თაღლითურად გამოყენებაზე, რამდენადაც Glovo და მისი გადახდის პლატფორმა პროაქტიურად მოქმედებენ „მომხმარებელთა" დასაცავად, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღებით. Glovo-ს რჩევაა, „მომხმარებლებმა" შეატყობინონ პოლიციას თავიანთი საკრედიტო ბარათის ქურდობის, მისაკუთრების ან სავარაუდო არამიზნობრივი გამოყენების შესახებ.
საჭიროების შემთხვევაში, Glovo იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს მომხმარებლებსა და ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან არასწორად ჩამოჭრილ თანხასთან დაკავშირებული სარწმუნო მტკიცებულებების მიწოდების კუთხით. თაღლითობის შემთხვევაში, Glovo იტოვებს უფლებას, განახორციელოს შესაბამისი ქმედება, თუ „საიტის" გამიზნულად არამიზნობრივმა გამოყენებამ გავლენა იქონია მასზე.
5. ფასები, ვადა და გადახდის მეთოდები
„მომხმარებლის" მიერ ღირებულების გადახდა პროდუქტებისა და/ან მომსახურებებისთვის მიიღება Glovo-ს ანგარიშებზე, „ელექტრონული ფულის დაწესებულების" მეშვეობით. „ელექტრონული ფულის დაწესებულებები" უფლებამოსილი არიან, მიაწოდონ რეგულირებადი გადახდის მომსახურება ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც Glovo მოქმედებს და შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, რომელიც შეეხება გადახდის მომსახურებას ისეთი „პლატფორმებისთვის", როგორიცაა Glovo.
გადახდის მიზნით, „მომხმარებელი" უნდა მიჰყვეს ეკრანზე გამოსახულ ყველა ინსტრუქციას და მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ბარათის ნომერი; ბ) ბარათის ვადის გასვლის თარიღი; და გ) ეკრანზე მოთხოვნილი სხვა ნებისმიერი ინფორმაცია. ამ მიზნებისათვის მიღებული ყველა ინფორმაცია დაშიფრულია, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური უსაფრთხოება. „მომხმარებლის" მიერ შეყვანილი ინფორმაცია განთავსებულია Adyen-ის კუთვნილ დაცულ სერვერზე. Glovo ასევე აცხადებს, რომ არცერთ შემთხვევაში არ ინახავს „მომხმარებლის" მიერ მიწოდებულ გადახდის დეტალებს.
ზოგიერთ შემთხვევაში, „მომხმარებლებმა" შეიძლება აირჩიონ გადახდის ალტერნატიული მეთოდი და გადაიხადონ საბანკო გადარიცხვით. ასეთ შემთხვევებში, Glovo გასცემს ყოველთვიურ ინვოისს, რომელიც შესაბამისი თვის ყველა შეკვეთას ფარავს, ხოლო „მომხმარებელმა" საბანკო გადარიცხვით უნდა გადაიხადოს, თავისი საკრედიტო/სადებეტო ბარათის დეტალების მიწოდების გარეშე, ინვოისის მიღებიდან ათი (10) დღის განმავლობაში.
როგორც ეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის (Texto Refundido de la Ley de Consumidores y Usuarios) კონსოლიდირებულ ტექსტშია აღნიშნული, Glovo „მომხმარებლის" მიერ შეძენილ საქონელს „მყიდველის" იმ მისამართზე მიიტანს, რომელიც ამ მიზნისთვისაა მითითებული შეკვეთის ფორმაში, დროის შეთანხმებულ პერიოდსა და შეკვეთის განთავსებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. თითოეული შეკვეთის გაგზავნის საფასურს „მყიდველი" საკუთარ თავზე აიღებს.
მიტანის დრო მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული თითოეული შეკვეთისთვის და ყოველთვის უნდა გულისხმობდეს სამუშაო დღეებს, რომელთა ათვლაც Glovo-ს მიერ შეკვეთის დადასტურების თარიღიდან იწყება.
თუკი „მომხმარებელი" არასრულ შეკვეთას მიიღებს, Glovo ნაკლულ პროდუქტებს შეკვეთის მიტანის თარიღიდან 7 დღის განმავლობაში მიიტანს. თუკი ამ განსაზღვრულ დროში Glovo ვერ მოახერხებს შეკვეთის დასრულებას, „მომხმარებელს" აუნაზღაურდება იმ პროდუქტების საფასური, რომელთა მიტანაც Glovo-მ ვერ მოახერხა.
გადახდის მიმწოდებლის გამოყენებით, რომელთანაც მან დადო ხელშეკრულება აღნიშნული მიზნითა და წარმოდგენილი გადახდის მეთოდის შემოწმების ერთადერთი განზრახვით, Glovo იტოვებს უფლებას, როგორც თაღლითობის აღმკვეთი ღონისძიება, „პლატფორმის" მეშვეობით შეკვეთილ პროდუქტზე თანხის წინასწარი დაკავება მოითხოვოს. ამგვარი წინასწარი დაკავება არცერთ შემთხვევაში არ უნდა ითვალისწინებდეს შეკვეთის სრული ღირებულების გადახდას, რამდენადაც ეს უკანასკნელი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც „მომხმარებელი" პროდუქტებს მიიღებს, ან წინამდებარე ხელშეკრულების წესებითა და პირობებით გათვალისწინებული სხვა მიზეზებისთვის.
„მომხმარებელთა" უკეთესი მხარდაჭერისთვის, Glovo მათი კონტაქტის პირველი პუნქტი უნდა იყოს და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პლატფორმაზე განხორციელებულ გადახდებზე. ეს პასუხისმგებლობა მოიცავს შეკვეთის დაბრუნებას, გაუქმებებსა და ადრეულ სტადიაზე დავის გადაწყვეტას, და აღნიშნული ზიანს არ აყენებს იმ ნებისმიერ ქმედებას, რაც Glovo-მ შეიძლება განახორციელოს ადგილობრივი დაწესებულებების წინაშე, რომლებიც „მომხმარებელთა" მიერ შეკვეთილი პროდუქტების ერთადერთი ფიზიკური გამყიდველები არიან.
დავის შემთხევაში, Glovo უზრუნველყოფს პირველად მხარდაჭერას და შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, გამოხატოს კეთილი ნების ჟესტი მომხმარებლისთვის ვაუჩერით ანაზღაურებაზე, თუკი ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.
თუ „მომხმარებელს" შეკვეთის მიმდინარეობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვს, მან შეიძლება მიმართოს Glovo-ს მომხმარებელთა მომსახურებას, „პლატფორმაზე" „მომხმარებელთათვის" ხელმისაწვდომი მეთოდებით.
6. გაუქმებული პროდუქტების დაბრუნება
ნებისმიერი „მომხმარებელი", რომელსაც სურს პროდუქტის დაბრუნება ან საჩივრის შეტანა, უნდა დაუკავშირდეს მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებას, მისამართზე: infoglovostore@glovoapp.com.
თუკი ეს შესაძლებელია შეძენილი საქონლის სახეობიდან გამომდინარე, „მომხმარებლებს" აქვთ 15 კალენდარული დღე, რათა გააუქმონ ნასყიდობა. წინა პარაგრაფში აღნიშნული 15 დღე გამოითვლება „მყიდველის" მიერ შეძენილი პროდუქტების ქვითრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში ითვლება, რომ „მყიდველმა" გაუქმების უფლების შესახებ „საიტზე" შესვლისთანავე შეიტყო, რომელიც მოითხოვს მისი მომხმარებლებისგან, წაიკითხონ და დაეთანხმონ ამ „ზოგად წესებს", ხოლო, ნებისმიერ შემთხვევაში, შეკვეთის განთავსების მომენტიდან. შეკვეთის დაბრუნება „მომხმარებელთა მომსახურების" საშუალებით უნდა იყოს დამუშავებული, იმისათვის, რათა მოხდეს „მყიდველის" მისამართიდან შეკვეთის აღება ან შესაბამისი დაბრუნება. GLOVO მიღებულ თანხებს კრედიტების სახით აანაზღაურებს, მაგრამ „მყიდველი" საკუთარ თავზე აიღებს საქონლის დაბრუნების უშუალო ხარჯებს, როგორც ეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის (Ley General para la Defensa de los Consumidores y Usuarios) კონსოლიდირებულ ტექსტშია აღნიშნული, „მყიდველის" მხრიდან ხელშეკრულების გაუქმებაზე გადაწყვეტილების შეტყობინების თარიღიდან მაქსიმუმ 14 დღეში. მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლის დაბრუნების შემთხვევაში, შეგროვების ხარჯებს თავად ეს პირი აიღებს საკუთარ თავზე. ამგვარი ხარჯები უნდა უტოლდებოდეს გადაზიდვის ხარჯებს, რომლებიც ვრცელდება საქონლის მიწოდებაზე. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, გაუქმების და/ან შეწყვეტის უფლება არ ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ამის განხორციელება შეუძლებელია შეძენილი საქონლის სახეობიდან გამომდინარე. თუმცა, აღნიშნული არ აყენებს ზიანს სათანადო სარჩელის შეტანის შესაძლებლობას ზიანის ანაზღაურებაზე და იმ შემთხვევებს, როდესაც შემდეგი პირობები არ არის დაკმაყოფილებული:
ამ ფორმის შევსება და გაგზავნა მხოლოდ იმ შემთხვევაში გჭირდებათ, თუკი ხელშეკრულების გაუქმება გსურთ.
გაგზავნა მისამართზე:
აქვე გაცნობებთ, რომ ვაუქმებ ჩემს ხელშეკრულებას შემდეგი საქონლის ნასყიდობასთან დაკავშირებით:
• შეკვეთის ნომერი:
• შეკვეთა მიღებულია მისამართზე:
• მომხმარებლის სახელი:
• მომხმარებლის მისამართი:
• მომხმარებლის ხელმოწერა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ფორმა ქაღალდის სახითაა ჩაბარებული):
• თარიღი:
ნებისმიერი „მომხმარებელი", რომელსაც გაუქმების პერიოდის შემდეგ სურს შეკვეთის დაბრუნება, უნდა დაუკავშირდეს მხარდაჭერის გუნდს. ნათლად მითითებულია, რომ, ასეთ შემთხვევაში, GLOVO უფლებამოსილია, „მომხმარებელს" ჩამოაჭრას პროდუქტების მიტანისა და დაბრუნების ხარჯი.
7. პრომოკოდები და/ან სხვა შეთავაზებები თუ ფასდაკლებები
შეკვეთის განთავსებამდე, აპლიკაციაში სწორად უნდა იქნეს შეყვანილი „პლატფორმაზე" შეთავაზებული პრომოკოდები და/ან სხვა შეთავაზებები თუ ფასდაკლებები. სხვაგვარად, ისინი ვერ შევა ძალაში და „მომხმარებელი" ვერ შეძლებს მათ გამოყენებას.
ყოველ ჯერზე, როდესაც გაუქმება Glovo-ს მიერ არის მოთხოვნილი, პრომოკოდი და/ან სხვა შეთავაზება თუ ფასდაკლება ძალაში დარჩება „მომხმარებლის" მიერ სამომავლოდ გამოსაყენებლად.
Glovo იტოვებს უფლებას, გააუქმოს პრომოკოდები და/ან სხვა შეთავაზებები თუ ფასდაკლებები, იმ შემთხვევაში, თუ შეიტყობს მათი თაღლითური გამოყენების შესახებ (როგორიცაა, მათ შორის, პრომოკოდის გამოსყიდვა იმ პირისგან, ვინც არ არის მისი კანონიერი მიმღები, კოდების გადაცვლა ან კოდებისა თუ ფასდაკლების გაყიდვა). ამასთანავე, იგი იტოვებს სანქციების გამოყენების უფლებას „მომხმარებლებზე", თანხის იმ ოდენობით, რამდენითაც „კომპანია" ამგვარი გამოყენების შედეგად დაზარალდა.
8. „მომხმარებელთა" ვალდებულებები
„მომხმარებლები" სრულად არიან პასუხისმგებელი საკუთარი პროფილისა და „პლატფორმის" სხვა კონტენტის სათანადო გამოყენებასა და წვდომაზე, მოქმედი კანონმდებლობის, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო, იმ ქვეყნის, რომლიდანაც „პლატფორმას" იყენებენ, ისევე, როგორც კეთილსინდისიერების, ზნეობის, საზოგადოდ მიღებული ჩვეულებებისა და საჯარო წესრიგის პრინციპების შესაბამისად. კერძოდ, ისინი იღებენ ვალდებულებას, გულმოდგინედ შეასრულონ წინამდებარე „გამოყენების ძირითადი წესები და პირობები".
„მომხმარებლები" პასუხისმგებელი არიან მათი ინდივიდუალური სახელისა და პაროლის სწორად შეყვანაზე, რომელიც გადაცემას არ ექვემდებარება და უნდა იყოს საკმარისად რთული აგებულების, ასევე, არ უნდა მოხდეს იმავე სახელისა და პაროლის გამოყენება სხვა პლატფორმებზე, ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ დაცული იყოს მათი ანგარიშები თაღლითური გამოყენებისგან მესამე პირთა მხრიდან, რომლებიც არ მიეკუთვნებიან პლატფორმას.
„მომხმარებლები" ვალდებული არიან, არ გამოიყენონ საკუთარი პროფილი და „პლატფორმის" სხვა კონტენტი არაკანონიერი მიზნებისათვის ან უკანონო შედეგებით, რაც დაარღვევს მესამე პირთა უფლებებსა და ინტერესებს, ან რამაც შეიძლება რაიმე ფორმით დააზიანოს, მწყობრიდან გამოიყვანოს, ავნოს ან გააფუჭოს „პლატფორმა" და მისი კონტენტი და მომსახურებები. ამასთანავე, მათ ეკრძალებათ, ხელი შეუშალონ სხვა „მომხმარებლის" მიერ „პლატფორმის" ნორმალურ გამოყენებას ან მისით სარგებლობას.
Glovo-ს შეიძლება არ გააჩნდეს სარედაქციო პასუხისმგებლობა და მკაფიოდ აცხადებს, რომ იგი არ აიგივებს თავს პლატფორმის „მომხმარებლების" მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან, რომელთა შედეგებზე პასუხისმგებლობაც ეკისრება მხოლოდ მათ გამომთქმელებს.
ზემოაღნიშნული ვალდებულებების დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხისმგებელია მის მიერ გამოწვეულ ნებისმიერ დანაკარგსა თუ ზიანზე. Glovo არ აიღებს პასუხისმგებლობას მესამე პირთა მიერ მსგავსი უკანონო გამოყენების ან შეღწევის შედეგად წარმოქმნილ დანაკარგსა თუ ზიანზე.
ზოგადად, „მომხმარებლები" შეუზღუდავად იღებენ ვალდებულებას, მაგალითად:
ნებისმიერმა „მომხმარებელმა" შეიძლება უჩივლოს სხვა „მომხმარებელს", თუ იგი დარწმუნებულია, რომ ეს უკანასკნელი არღვევს წინამდებარე „გამოყენების ძირითად წესებსა და პირობებს". ანალოგიურად, ნებისმიერ „მომხმარებელს" შეუძლია Glovo-ს ინფორმირება წინამდებარე წესების ნებისმიერი ბოროტად გამოყენების ან დარღვევის შესახებ, „საკონტაქტო ფორმის" საშუალებით. Glovo აღნიშნულ საჩივრებს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შეამოწმებს და გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რასაც მიზანშეწონილად ჩათვლის, უფლების დატოვებით, წაშალოს და/ან შეაჩეროს ნებისმიერი „მომხმარებლის" ანგარიში „პლატფორმიდან", წინამდებარე „გამოყენების ძირითადი წესებისა და პირობების" დარღვევისთვის. ამასთანავე, Glovo იტოვებს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების ან შემდგომი შეტყობინების გარეშე, წაშალოს და/ან შეაჩეროს ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც შეიცავს უკანონო ან შეურაცხმყოფელ კონტენტს.
9. მომხმარებელთა მიერ რეგისტრაციის გაუქმება
მომხმარებლებს შეუძლიათ რეგისტრაციის გაუქმება „პლატფორმიდან", ელფოსტის შემდეგ მისამართზე მოთხოვნის გაგზავნით: infoglovostore@glovoapp.com.
10. Glovo-ს პასუხისმგებლობა და ვალდებულება
„მომხმარებლები" პასუხისმგებელი არიან, იქონიონ ინტერნეტსა და პლატფორმაზე შესვლისთვის საჭირო მომსახურება და აღჭურვილობა. „მომხმარებლებს" შეუძლიათ, Glovo-ს წარუდგინონ საჩივარი ნებისმიერ ინციდენტსა ან პრობლემაზე „პლატფორმაზე" წვდომასთან დაკავშირებით, „მომხმარებელთათვის" ხელმისაწვდომი საკონტაქტო არხების მეშვეობით, ხოლო Glovo გააანალიზებს ინციდენტს და „მომხმარებელს" მიუთითებს, როგორ გადაჭრას ეს პრობლემა, რაც შეიძლება სწრაფად.
Glovo არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი „მომხმარებელთა" მიერ „პლატფორმის" საშუალებით ატვირთულ კონტენტზე, ხოლო „მომხმარებლები" ერთპიროვნულად არიან პასუხისმგებელი მსგავსი კონტენტის კანონიერებაზე.
Glovo პასუხს არ აგებს რაიმე მომსახურების შეწყვეტაზე, დაკავშირების პრობლემაზე, ინტერნეტმომსახურების ხელმიუწვდომლობასა ან გაუმართაობაზე, ან ინტერნეტის შეწყვეტასა თუ სხვა ისეთ საკითხზე, რაც Glovo-ს კონტროლს მიღმაა.
Glovo არ იღებს პასუხისმგებლობას უსაფრთხოების არცერთ იმ პრობლემაზე, რაც შეიძლება წარმოიშვას ან შეექმნას „მომხმარებლის" კომპიუტერულ სისტემას (აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა), ან მასში შენახულ ფაილებსა თუ დოკუმენტაციას, შემდეგის შედეგად:
11. ინტელექტუალური საკუთრება
Glovo არის „საიტზე" შემავალი ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლების მფლობელი ან ლიცენზიის მქონე, ისევე, როგორც იმ კონტენტისა, რაზე წვდომაც მისი მეშვეობითაა შესაძლებელი. „პლატფორმაზე" ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ისევე, როგორც მასში შემავალი ტექსტი, სურათი, გრაფიკული დიზაინი, ძიების სტრუქტურა, ინფორმაცია და კონტენტი არის Glovo-ს საკუთრება, რომელსაც აქვს ექსკლუზიური უფლება, ნებისმიერი ფორმით გამოიყენოს მისი ექსპლოატაციის უფლებები, კერძოდ, რეპროდუქციის, განაწილების, საზოგადოებრივი კომუნიკაციისა და ტრანსფორმაციის უფლებები, ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებების შესახებ ესპანეთის კანონმდებლობის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, Glovo შეიძლება არ იყოს ისეთი კონტენტის მფლობელი ან ლიცენზიის მქონე, როგორიცაა სახელები ან სურათები, მათ შორის, იმ კომპანიების, რომლებთანაც Glovo-ს არ აქვს ბიზნესურთიერთობა. ასეთ შემთხვევებში, Glovo კონტენტს იძენს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან და Glovo არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლება Glovo-ს საკუთრებაში არსებულ არცერთ უფლებასთან დაკავშირებულად.
„მომხმარებლისთვის" „პლატფორმაზე" წვდომის ნებართვის მინიჭება არ გულისხმობს Glovo-ს მხრიდან ინტელექტუალური ან სამრეწველო საკუთრების უფლებაზე უარის თქმას, გადაცემას, ლიცენზირებას, ან სრულად თუ ნაწილობრივ გადაცემას. აკრძალულია Glovo-ს პლატფორმის კონტენტის წაშლა, გვერდის ავლა ან რაიმე გზით ფალსიფიკაცია. ამასთანავე, აკრძალულია Glovo-ს „პლატფორმაზე" არსებული კონტენტის საჯარო ან კომერციული მიზნებისათვის ნებისმიერი გზით შეცვლა, ასლის გადაღება, ხელახლა გამოყენება, ექსპლოატაცია, რეპროდუქცია, საჯაროდ კომუნიკაცია, მეორე ან შემდგომი პუბლიკაცია, ფაილების ატვირთვა, ფოსტით გაგზავნა, გადაცემა, გამოყენება, დამუშავება ან გავრცელება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა Glovo-ს არაორაზროვანი წერილობითი უფლებამოსილება არსებობს ან, საჭიროების შემთხვევაში, უფლებების მფლობელს უკავშირდება.
ნებისმიერი „მომხმარებელი", რომელიც „პლატფორმის" საშუალებით ნებისმიერი სახის კონტენტს აზიარებს, ამტკიცებს, რომ მას ამის გაკეთების შესაბამისი უფლება აქვს, რითაც ათავისუფლებს Glovo-ს ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან მიწოდებული ინფორმაციის კონტენტსა და კანონიერებასთან დაკავშირებით. „პლატფორმის" საშუალებით კონტენტის მიწოდებით, „მომხმარებლები" Glovo-ს ანიჭებენ ექსპლოატაციის უფლებებს ინტელექტუალურ ან სამრეწველო საკუთრებაზე, რომელიც უფასოდ წარმოიშვა ასეთი კონტენტისაგან და მაქსიმალურად დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით.
12. ურთიერთობის შეწყვეტა
თუ წინამდებარე „ძირითადი წესებისა და პირობების" რომელიმე პუნქტი საცილოდ ან ბათილად იქნა ცნობილი კანონის ძალით, ასეთი პუნქტ(ებ)ი არ ჩაითვლება შეტანილად. ამგვარი ბათილობის გამოცხადება არ გამოიწვევს დანარჩენი შეთანხმების გაბათილებას და ხსენებული შეთანხმება ძალაში დარჩება და იმოქმედებს მხარეთა შორის.
13. გამოსაყენებელი სამართალი
ურთიერთობა Glovo-სა და თითოეულ „მომხმარებელს" შორის რეგულირდება და განიმარტება „ძირითადი წესებისა და პირობების" შესაბამისად, რომლის შედგენა, ნამდვილობა და აღსრულება წესრიგდება ესპანეთის კანონმდებლობით; და ნებისმიერი დავა გადაეცემა ბარსელონის სასამართლოებს.
14. დავის ალტერნატიული გადაწყვეტა
ევროპული კავშირის ფარგლებს გარეთ წარმოშობილი ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაეცემა ესპანეთის სავაჭრო პალატასთან არსებულ საარბიტრაჟო სასამართლოს.