🚚 უფასო მიწოდება 50 ₾-ზე მეტ შეკვეთაზე 🚚
პირველი დონე – ძირითადი ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ
| ვინაობა | Glovoapp Georgia LLC (საიდ. 402099475) |
|---|---|
| მიზანი | მენეჯმენტი და მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი მომსახურების გაწევა |
| ლეგიტიმაცია | სახელშეკრულებო ურთიერთობასთან შესაბამისობა, ლეგიტიმური ინტერესი და მომხმარებლის თანხმობა |
| უფლებები | მონაცემებზე წვდომის, მასში ცვლილებების შეტანის და ასევე, მონაცემთა წაშლის უფლება; |
| დამატებითი ინფორმაცია | მონაცემთა დაცვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მითითებულია შესაბამის განყოფილებებში. |
მონაცემთა დაცვის სპეციალისტის საკონტაქტო მონაცემები: gdpr@glovoapp.com
| ვინაობა | Glovoapp Georgia LLC (საიდ. 402099475) |
|---|---|
| საფოსტო მისამართი | აღმაშენებლის გამზ. 129ა, 0102, თბილისი, საქართველო |
| საკონტაქტო ფორმა | www.glovoapp.com/es/contact |
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გარდა, Glovo-ს ჯგუფის თითოეული კომპანიის მონაცემები მოცემულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირველ დანართში.
გარდა ამისა, მომხმარებლების მიერ პლატფორმის მეშვეობით მოთხოვნილი მომსახურების შეთავაზების მიზნით, Glovo-ს შეუძლია გაუზიაროს Glovo-ს ჯგუფის თითოეულ შვილობილ საწარმოს და კომპანიას იმ მომხმარებლის მონაცემები („მომხმარებლები“), რომლებიც დარეგისტრირდებიან ვებსაიტზე ან აპლიკაციაში („პლატფორმა“), ასევე იმ პირების მონაცემები, რომლებიც უკავშირდებიან Glovo-ს პლატფორმაზე არსებული ფორმების მეშვეობით.
წინამდებარე კონფიდენციალურობის ინფორმაცია შეიცავს ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების, სამუშაოს მაძიებლების, სოციალური მედიის მომხმარებლებისა და ჩვენს ვებსაიტზე საკონტაქტო ფორმის მომხმარებლების პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ, მონაცემთა დაცვის საერთო რეგულაციის (GDPR) შესაბამისად.
სარეგისტრაციო მონაცემები: Glovo-ს პლატფორმაზე ანგარიშის გახსნისას მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია: მომხმარებლის სახელი და ელფოსტა.
ინფორმაცია მომხმარებლის პროფილის შესახებ: ინფორმაცია, რომელსაც Glovo-ს პლატფორმას აწვდიან მომხმარებლები Glovo-ს სერვისით შემდგომი სარგებლობის მიზნით. მაგალითად: ტელეფონის ნომერი და მისამართი მიტანის სერვისის განსახორციელებლად. მომხმარებლებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს გაეცნონ და შეცვალონ მათ პირად გვერდზე არსებული ინფორმაცია. Glovo არ ინახავს ინფორმაციას მომხმარებლების საკრედიტო ბარათის მონაცემების შესახებ, მაგრამ აწვდის მონაცემებს იმ ლიცენზირებულ პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ Glovo-ს პლატფორმაზე ელექტრონული გადახდის მომსახურების მიწოდებას. ეს პირები ინახავენ მიწოდებულ ინფორმაციას გადახდის პროცედურის უზრუნველსაყოფად. საკრედიტო ბარათის მონაცემები არ ინახება Glovo-ს“ არცერთ სერვერზე. „მომხმარებლებს“ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს წაშალონ მათ ანგარიშზე მიერთებული საკრედიტო ბარათის მონაცემები. ასეთი ქმედება გამოიწვევს სერვისის მიმწოდებლების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წაშლას და შესაბამისად, პლატფორმაზე ახალი შეკვეთის განთავსებას დასჭირდება საკრედიტო ბარათის მონაცემების ხელმეორედ შეყვანა/არჩევა. მომხმარებლებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გაეცნონ სერვის-მიმწოდებლების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესებს“.
დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი Glovo-ს აწვდის თავისი ინიციატივით: ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი Glovo-ს უზიარებს სხვა მიზნით. მაგალითად: მომხმარებლის ფოტოსურათი ან ანგარიშის ნომერი, Glovo-სგან შესაბამისი ინვოისის მისაღებად.
ინფორმაცია Glovo-სთან კომუნიკაციის შესახებ: Glovo-ს აქვს წვდომა მომხმარებლების მიერ საკონტაქტო ფორმის, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით Glovo-თვის მიწოდებულ ინფორმაციაზე (კითხვებსა და საჩივრებზე) შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით.
ინფორმაცია უბედურ შემთხვევებზე, რომელშიც ჩართული არიან პლატფორმაზე მომსახურების მიმწოდებელი მხარეები, სადაზღვევო მოთხოვნების წარდგენის ან GLOVO-ს სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაში სხვა მოქმედებების განსახორციელებლის მიზნით.
მომხმარებლისა და GLOVO-ს შორის საუბრის ტრანსკრიფცია ან ჩანაწერი ინციდენტების, შეკითხვების ან ნებისმიერი სხვა კონსულტაციების დასამუშავებლად.
ინფორმაცია მომხმარებელთა და კონტრაქტორებს შორის კომუნიკაციის შესახებ: GLOVO-ს წვდომა ექნება მომხმარებელთა და კონტრაქტორებს შორის პლატფორმაზე არსებულ ჩატში გაცვლილ შეტყობინებებზე.
3.2.1. Glovo-ს პლატფორმის გამოყენება Glovo ამუშავებს მომხმარებლების მონაცემებს, რათა მათ შეძლონ Glovo-ს პლატფორმაზე წვდომა და მომსახურების მიღება პლატფორმის „მოხმარების წესების” შესაბამისად
3.2.2. შეტყობინებების გაგზავნა Glovo იყენებს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად ელექტრონული ფოსტის ან/და სმს-შეტყობინების მეშვეობით. Glovo სმს შეტყობინებით მომხმარებლებს შეუძლია გაუგზავნოს ინფორმაციას შეკვეთის სტატუსის შესახებ. შეკვეთის დასრულების შემდეგ, Glovo მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწვდის ინფორმაციას შეკვეთის დაჯამებული/დასრულებული ფასის შესახებ.
3.2.3. თაღლითობის და სხვა შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულების გამოვლენა და გამოძიება Glovo იყენებს ინფორმაციას, რომ გამოიკვლიოს/გაანალიზოს მის მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებული სერვისის, მისი თვისებების განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობები. Glovo ამუშავებს ინფორმაციას შიდა სტატისტიკური მიზნებისთვისაც, რათა გაანალიზოს მომხმარებლის ქცევა და ტენდენციები, გაეცნოს, როგორ იყენებენ მომხმარებლები Glovo-ს პლატფორმას, გააუმჯობესოს მიწოდებული სერვისები და შექმნას პლატფორმაზე ახალი სერვისების დამატების შესაძლებლობა. GLOVO-ს უფლება აქვს აკონტროლოს ყველა მოქმედება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს თაღლითობის ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დაკავშირებულია მომხმარებელთა მიერ გამოყენებულ გადახდის მეთოდთან. GLOVO-მ შეიძლება მოსთხოვოს მომხმარებლებს წარადგინონ მათი საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი და საკრედიტო ბარათის რეკვიზიტები, რომლებიც გამოყენებული იყო შეკვეთის გასაკეთებლად. ნებისმიერ შემთხვევაში, GLOVO დაამუშავებს ყველა ინფორმაციას თაღლითობის თავიდან აცილების და კონტროლის მიზნით და შეინახავს აღნიშნულ ინფორმაციას მომხმარებელთან ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და იმ პერიოდის ამოწურვამდე, სანამ მომხმარებელს ექნება უფლება განაცხადოს პრეტენზიები ან აღძვრას სარჩელი სასამართლოში პროდუქტებისა თუ მომსახურების გადახდასთან დაკავშირებით. საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული მონაცემები შენახული იქნება შემთხვევის მოგვარებამდე და მისი მოგვარებიდან 120 დღის განმავლობაში. ბარათის გამოყენებისას რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს უკანონო ქმედებად, GLOVO ინარჩუნებს უფლებას შეინახოს მიწოდებული მონაცემები და გაუგზავნოს ის კომპეტენტურ ორგანოებს სათანადო გამოძიების ჩატარების მიზნით. GLOVO-ს შეუძლია გაუგზავნოს ეს მონაცემები შესაბამის ორგანოებს იმ კანონიერი ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებების სამართალდევნას ითვალისწინებს.
3.2.4. უზრუნველყონ უსაფრთოხება და შესაბამისი გარემოს შექმნა სერვისის უსაფრთხოდ მისაწოდებლად Glovo-ს უფლება აქვს გამოიყენოს მონაცემები, მის პლატფორმაზე მოთხოვნილი პროდუქტების/სერვისების უსაფრთხოდ გამოყენების უზრუნველსაყოფად (ფარმაცევტული რჩევის მიცემა და იმის უზრუნველყოფა, რომ პროდუქტი მიეწოდოს 18 წელს შესრულებულ პირებთან). მაგალითად, როცა Glovo ფარმაცევტული პრეპარატების მიწოდებისას ასრულებს შუამავლის როლს და როცა მომხმარებელი სტუმრობს Glovo-ს პლატფორმის ფარმაცევტულ ნაწილს, იგი უფლებამოსილებას ანიჭებს Glovo-ს, საჭიროების შემთხვევაში, ფარმაცევტს გადასცეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს იმისათვის, რომ პროდუქტის გაცემაზე პასუხისმგებელმა ფარმაცევტმა, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდეს მყიდველს და მიაწოდოს მას მკურნალობისთვის საჭირო ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტის სწორ გამოყენებას და ფარმაცევტული კონსულტაციის გაწევას. ფარმაცევტს არ აქვს უფლება გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები რომელიმე სხვა მიზნით, მომსახურების მისაწოდებლად საჭირო რჩევის მიცემის გარდა.
3.2.5. საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება, სარჩელის აღძვრა და დაცვა Glovo შეატყობინებს მომხმარებელს, რომ Glovo-მ შეიძლება შეამოწმოს და გამოიყენოს ჩეთის სისტემის მეშვეობით შემსრულებელთან მისი მიმოწერა ნებისმიერი მოთხოვნის ან/და სარჩელის შეტანის ან/და დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ასევე შეკვეთასთან დაკავშირებული შემთხვევების მოსაგვარებლად.
3.2.6. დაწინაურება და კომერციული შეთავაზებები (კავშირზე და კავშირს გარეთ) GLOVO იყენებს პლატფორმაზე ინტეგრირებულ მესამე პირების ტექნოლოგიებს მომხმარებელთა მონაცემების და სასურველი პარამეტრების გამოკვლევის მიზნით და მოიხმარს მათ CRM სისტემასთან და უმაღლესი დონის ტექნოლოგიებთან ერთად მომხმარებელთა ინტერესების სასარგებლოდ. ზემოაღნიშნული ხორციელდება შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე: Glovo-ს უფლება აქვს, მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნოს სარეკლამო წერილები და სერვისთან დაკავშირებული სხვა შეთავაზებები, რომლებიც შესაძლოა, წარმოადგენდეს მომხმარებლების ინტერესთა სფეროს. Glovo უფლებამოსილია რეკლამის ფორმა და შინაარსი შეუსაბამოს მომხმარებლის სასურველ პარამეტრებს. თუ Glovo-ს მომხმარებელს არ სურს მსგავსი ინფორმაციის და სარეკლამო შეტყობინებების მიღება, მას შეუძლია ნებისმიერ დროს „გააუქმოს გამოწერა“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ამის შემდეგ Glovo ავტომატურად შეწყვეტს მსგავსი შინაარსის მქონე შეტყობინებების გაგზავნას. Glovo-ს ასევე შეუძლია მომხმარებლებს გაუგზავნოს მომსახურებასთან დაკავშირებული მობილური შეტყობინებები ან/და შეთავაზებები, სარეკლამო შეტყობინებების მეშვეობით. თუ ,,Glovo-ს“ მომხმარებლებს არ სურთ წინამდებარე მუხლით და 3.1. მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღება, მათ შეუძლიათ პირადი გვერდის კონფიდენციალურობის პრეფერენციების მეშვეობით გააუქმონ გამოწერები. ,,Glovo“ და ,,Glovo-სთან“ დაკავშირებული მესამე პირები უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ მომხმარებლის მიერ მიწოდებული მისამართი სარეკლამო მიზნებისთვის: მათი ინტერესების გათვალისწინებით, განხორციელებულ შეკვეთასთან ერთად პროდუქციის ნიმუშების და სხვა უფასო პროდუქტების მისაწოდებლად (მაგალითად, უფასო ნიმუშების ან სარეკლამო ბუკლეტების მიტანა სახლის მისამართზე). ,,Glovo-ს“ პლატფორმის გამოყენების შედეგად, მომხმარებლებმა შეიძლება მიიღონ შეტყობინებები ,,Glovo-ს“ პლატფორმასთან დაკავშირებული სხვა პლატფორმებისგან, (მაგალითად, Facebook და Google), მომხმარებლების მიერ განთავსებული კონფიდენციალურობის წინასწარი პარამეტრების შესაბამისად. თუ მომხმარებლებს არ სურთ Glovo-გან დამატებითი ნიმუშების მიღება, მათ უფლება აქვთ კონფიდენციალურობის მართვის ცენტრის მეშვეობით გააუქმონ ონლაინ მარკეტინგული სერვისი ან წაშალონ პირადი გვერდი.
3.2.7. სტატისტიკური და სერვისის ანალიზის მიზნებისთვის Glovo ამუშავებს ინფორმაციას სტატისტიკური მიზნებისთვისაც, რათა გაანალიზოს მომხმარებლის ქცევა და ტენდენციები, გაეცნოს, როგორ იყენებენ მომხმარებლები Glovo-ს პლატფორმას, გააუმჯობესოს მიწოდებული სერვისები და შექმნას ახალი სერვისების დამატების შესაძლებლობა. Glovo იყენებს ინფორმაციას, რომ გამოიკვლიოს/გაანალიზოს მის მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებული სერვისის, მისი თვისებების განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობები.
3.2.8. უზრუნველყონ უსაფრთოხება და შესაბამისი გარემოს შექმნა სერვისის უსაფრთხოდ მისაწოდებლად Glovo-ს უფლება აქვს გამოიყენოს მონაცემები, მის პლატფორმაზე მოთხოვნილი პროდუქტების/სერვისების უსაფრთხოდ გამოყენების უზრუნველსაყოფად (ფარმაცევტული რჩევის მიცემა და იმის უზრუნველყოფა, რომ პროდუქტი მიეწოდოს 18 წელს შესრულებულ პირებთან).
3.2.9. სადაზღვევო კომპანიებთან ინციდენტებისა და მოთხოვნების დამუშავება თუ მომხმარებელი უკავშირდება GLOVO-ს ზარალის ან გაუთვალისწინებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიზნით, რომლის დაფარვა გათვალისწინებულია GLOVO-ს სადაზღვევო პოლისით, GLOVO დაამუშავებს ინციდენტთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას ამ მოთხოვნებზე რეაგირების მიზნით.
3.2.10. მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება/ხელშეწყობა იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს საუკეთესო ხარისხით სარგებლობას და მოთხოვნილი მომსახურების/პროდუქტის შეუფერხებელი შეცვლა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მომსახურება/პროდუქტი არ არის მარაგში/სხვაგვარად ხელმიუწვდომელია, GLOVO თავის კომერციულ პარტნიორს საშუალებას აძლევს, დაამუშავოს მომხმარებლის მონაცემები მასთან პირდაპირი კომუნიკაციის უზრუნველყოფით.
მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება ხორციელდება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად: სახელშეკრულებო ურთიერთობის შესასრულებლად პლატფორმაზე მომხმარებლების რეგისტრაციის შემდეგ (მაგ., მათი მონაცემების დამუშავება შეკვეთის მისაწოდებლად). ჩვენი საკუთარი კანონიერი ინტერესის საფუძველზე (როგორიცაა მონიტორინგის განხორციელება პლატფორმაზე თაღლითობის აღკვეთის მიზნით). ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების განსახორციელებლად (მაგ., როცა კომპეტენტური ორგანოები ითხოვენ ინფორმაციას სასამართლო გამოძიებასთან ან/და GLOVO-ს ინტერესების დასაცავად საჭირო სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით). კომერციული კომუნიკაციის მიზნით მესამე მხარეებისთვის მომხმარებელთა მონაცემების გამჟღავნებაზე თანხმობის გაცემა.
Glovo გარანტიას იძლევა, რომ ყველა კომერციულ პარტნიორს, ტექნიკოსს, მომწოდებელს და ნებისმიერ სხვა დამოუკიდებელ მესამე პირს აკისრია სახელშეკრულებო ვალდებულება, დაამუშაოს მიწოდებული ინფორმაცია Glovo-ს მითითებების შესაბამისად, წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკისა“ და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ არ გავუმხელთ თქვენ პირად მონაცემებს მესამე მხარეს, რომელიც არ მოქმედებს ჩვენი მითითებების შესაბამისად. დაუშვებელია მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გაყიდვა, გაქირავება, გაზიარება ან ნებისმიერი სხვა გზით გამჟღავნება კომერციული მიზნებისთვის, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ვალდებულებების დარღვევით.
3.4.1. შეკვეთის შესრულებისას მონაცემები შეიძლება მიეწოდოს შემდეგ პირებს: შემსრულებელს, რომელიც ასრულებს პროდუქტის წამოღების და მიწოდების სერვისს; გაყიდვის ობიექტს, თუ მომხმარებელმა პროდუქტის შეძენა მოითხოვა; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე პოლიტიკაზე თანხმობით, მომხმარებელი თანახმაა, მისი საკონტაქტო ინფორმაცია გადაეცემა იმ სავაჭრო ობიექტს, რომელმაც ლაივ რეჟიმში მისი შეკვეთა მიიღო. თუკი მომხმარებელი პირდაპირ დადებს ხელშეკრულებას მიმწოდებლებთან და შესაბამისად პირდაპირ გაუზიარებს მას თავის პერსონალურ მონაცემებს, Glovo არ იქნება პასუხისმგებელი პროვაიდერის მიერ ამ ინფორმაციის შემდგომში გამოყენებით დამდგარ შედეგზე. Glovo-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს მომხმარებლისთვის ყველა შესაძლო ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების და მომხმარებლების მიერ გაკეთებული უარყოფითი შეფასების გამოკვლევის მიზნით. Glovo-ს შეუძლია გამოიყენოს მონაცემები მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილი შესაძლო ინციდენტების მოგვარების მიზნით. გადახდის პლატფორმას და გადახდის სერვისის მიმწოდებლებს, მომხმარებლის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის მიზნით.
ტელეკომუნიკაციის მომსახურების მიმწოდებლებს, შეკვეთების ან შეკვეთებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ შეტყობინებების გაგზავნისას. მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკითხვის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც გამოკითხვას ატარებენ GLOVO-ს სახელით.
3.4.2. მომხმარებლის ინფორმაციის გაზიარება მესამე პირებთან პლატფორმის მეშვეობით შეთავაზებული მომსახურების მიწოდების გასაგრძელებლად, GLOVO-ს შეუძლია მომხმარებლების გარკვეული პირადი მონაცემები გაუმხილოს: მომსახურების პროვაიდერებს: მომსახურების მიმწოდებელ მესამე პირებს, რომლებიც აგზავნიან ამანათებს, ასრულებენ შეკვეთებს ან/და აგვარებენ მიწოდებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, თავიანთი ფუნქციების შესრულებისას საჭიროებისამებრ ექნებათ წვდომა მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციაზე, თუმცა მათ არ აქვთ აღნიშნული ინფორმაციის სხვა მიზნებისთვის გამოყენების უფლება. ისინი ვალდებულნი არიან გადაამუშაონ ზემოთხსენებული პერსონალური ინფორმაცია „კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკისა“ და მონაცემთა დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. აფთიაქებს: GLOVO-ს შეუძლია მიაწოდოს მომხმარებელი სახელი და ტელეფონის ნომერი ფარმაცევტებს, რომლებიც ამ მომხმარებლებს პროდუქტებს აწვდიან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფარმაცევტული კონსულტაციის გაწევის მიზნით. საგადახდო სერვისის მიმწოდებლებს: მომხმარებლის მიერ Glovo-ს პლატფორმაზე შეტანილი საკრედიტო ბარათის მონაცემები ინახება Glovo-ს მიერ დაქირავებულ „საგადასახადო პლატფორმებზე“, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლის ანგარიშიდან ხდება მომსახურების საფასურის ჩამოჭრა. საგადახდო სერვისის პროვაიდერები შერჩეულია მათი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. ისინი აკმაყოფილებენ საგადახდო მომსახურების შესახებ კანონით გათვალისწინებულ უსაფრთხოების ზომებს და PC1 -ს შესაბამისობაში მყოფ საგადახდო ბარათის ინდუსტრიის უსაფრთხოების სტანდარტს ან PCI DSS-ს. ყოველ შემთხვევაში, GLOVO არ ინახავს ამ მონაცემებს. სერვისის მიმწოდებლები თაღლითობის კონტროლის მიზნით: Glovo მომხმარებელთა მონაცემებს გაუზიარებს თაღლითობის პრევენციაზე მომუშავე პროვაიდერებს, რათა მათ შეძლონ განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკების შეფასება. ზოგიერთი მონაცემების ანონიმიზაციის სერვისის მიმწოდებლები: მესამე მხარის სერვისის პროვაიდერების მიერ მომხმარებელთა მონაცემების არასწორი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, GLOVO-ს შეუძლია გაამჟღავნოს მომხმარებელთა მონაცემები მათი ანონიმიზაციის მიზნით, რათა მათი გამოყენება მოხდეს მხოლოდ მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდების მიზნით. მაგალითად, ანონიმიზაციის მიზნით Glovo-ს შეუძლია გადაცეს მომხმარებელთა ტელეფონის ნომრები მესამე პირებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდოს ინფორმაცია პროვაიდერებს, რათა მათ შეძლონ მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისიწინებული მომსახურების განხორციელება. უსაფრთხოების კომპანიები, სამართალ დამცავი ორგანოები და სააგენტოები: Glovo უფლებამოსილია გაამჟღავნოს კლიენტთა ანგარიშების შესახებ მონაცემები და ინფორმაცია, თუკი სჯერა, რომ ამგვარი გამჟღავნება აუცილებელია კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, „მოხმარების პირობების“ გამოსაყენებლად და აღსასრულებლად, ან Glovo-ს, მისი მომხმარებლებისა და მესამე პირების უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დასაცავად. ამგვარად, ზემოთხსენებული შეიცავს სხვა კომპანიებთან, ორგანიზაციებთან, სამართალ აღსრულების ორგანოებთან და სააგენტოებთან ინფორმაციის გაცვლის წესებს, რათა უზრუნველყოს თაღლითობის თავიდან აცილება და შეამციროს საკრედიტო რისკი. კანონით დადგენილ შემთხვევებში Glovo უფლებამოსილია გაამჟღავნოს ინფორმაცია სახელმწიფოს აღმასრულებელი ორგანოების ან მესამე პირების წინაშე, თუ ეს საჭიროა სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარების ან და სავარაუდო უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად. ქოლ-ცენტრი და შემთხვევათა მართვის სერვისები: მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებელთა წინასწარი თანხმობის შემთხვევაში Glovo უფლებამოსილია უსაფრთხოების ზომების დაცვით ევროპის ეკონომიკური ზონის საზღვრებს გარეთ არსებულ კომპანიებს მიაწოდოს მომხმარებელთა პირადი მონაცემები, რათა უზრუნველყოს ადმინისტრაციული დახმარების მომსახურების გაწევა და მომხმარებელთა მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილება. ტელესაკომუნიკაციო მომსახურება: მომხმარებლებისთვის სატელეფონო კავშირის მომსახურების მიწოდების მიზნით, GLOVO-ს შეუძლია დაუკავშირდეს ტელესაკომუნიკაციო კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო ხაზებსა და სისტემებს მომხმარებლებთან დაკავშირების მიზნით. Glovo-ს ჯგუფის კომპანიები: მომსახურების მიწოდების მიზნით, Glovo-ს შეუძლია მომხმარებლის მიერ მომსახურების მოთხოვნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესაბამისად გადასცეს მომხმარებელთა ზოგიერთი პირადი მონაცემი თავის შვილობილ კომპანიებს. ნებისმიერი ქვეყნის პლატფორმაზე რეგისტრაციისას, სადაც Glovo თავის საქმიანობას ახორციელებს, მომხმარებლები ინფორმირებულები არიან, რომ მათი მონაცემები შეინახება Glovo-ს მონაცემთა ბაზაში. ეს უკანასკნელი მდებარეობს ირლანდიაში და მიეკუთვნება Glovo-ს ესპანურ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ შვილობილი კომპანია მდებარეობს ევროპის ეკონომიკური ზონის საზღვრებს გარეთ, მონაცემები გადაიგზავნება ევროკომისიისა და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციით დადგენილი წესებით მონაცემთა დაცვის შესაფერისი დონის მქონე ქვეყნებში, ან ევროკომისიის მიერ მოწონებული ხელშეკრულებების მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის უფლებათა დაცვასა და მისთვის შესაბამისი გარანტიების მიცემას. მომხმარებლის სოციალური მედია: თუ მომხმარებელი Glovo-ს ანგარიშს აკავშირებს რომელიმე სოციალურ მედიასთან ან მესამე მხარის სხვა პლატფორმასთან, Glovo-ს უფლება აქვს გამოიყენოს ასეთი სოციალური მედიისთვის ან მესამე მხარისთვის მიწოდებული ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Glovo-სთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა სოციალური მედიის ან მესამე მხარის პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვით. GLOVO-თან დაკავშირებული მესამე მხარეები, კომერციული კომუნიკაციის მიზნით: მომხმარებლის ნათლად გამოხატული თანხმობის საფუძველზე, Glovo-ს უფლება აქვს მომხმარებლის პირადი მონაცემები გადასცეს Glovo-თან დაკავშირებულ მესამე პირებს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა ნათლად გასცა ინფორმირებული თანხმობა მონაცემთა გადაცემაზე და თუ მისთვის ცნობილია ასეთი მონაცემების გადაცემის მიზანი და მიმღები მხარე. საკუთრების სტრუქტურის შეცვლა: მომხმარებლებისთვის ცნობილია, რომ Glovo-ს საკუთრების სტრუქტურის შეცვლის ან ქონების დიდი ნაწილის მესამე პირების მიერ შეძენის შემთხვევაში, Glovo შემძენ პირს გადასცემს მის ხელთ არსებულ მომხმარებელთა მონაცემებს, რათა მესამე პირმა შეძლოს ინფორმაციის დამუშავება მომსახურების მიწოდების მიზნით. ახალი „ფაილის მაკონტროლელებელი“ შეატყობინებს მომხმარებლებს თავის საიდენტიფიკაციო მონაცემებს. Glovo აცხადებს, რომ ზედამხედველობაზე უფლებამოსილ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას შეცვლილ გარემოებებზე და მომხმარებლებს შეატყობინებს „ფაილის მაკონტროლებლის“ ახალი ვინაობის შესახებ. ამ უკანასკნელს ,,Glovo“ ახორციელებს მომხმარებლების მიერ ,,Glovo-სთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სადაზღვევო კომპანიები: Glovo-ს შეუძლია მიაწოდოს მომხმარებლის მონაცემები იმ მზღვეველებს და სადაზღვევო ბროკერებს, რომლებთან მას დადებული აქვს ხელშეკრულება Glovo-ს და მასთან მომუშავე მხარეების საქმიანობიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და ზარალის მართვის და დამუშავების მიზნით. დაუშვებელია Glovo-ს მომხმარებელთა მონაცემების მესამე პირებისთვის გამჟღავნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: (i) Glovo მესამე პირებთან ერთად მოქმედებს და გამჟღავნება აუცილებელია მოთხოვნილი მომსახურების გასაწევად; (ii) Glovo-ს აქვს მომხმარებლის ნათლად და არაორაზროვნად გამოხატული თანხმობა; (iii) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ითხოვენ გამჟღავნებას (გამოძიების ჩატარების, უკანონო ქმედებათა აღკვეთისა და სხვა ამგვარი მოქმედებების ჩატარების მიზნით); ან (iv) ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.
ეს დებულებები ეხება იმ პირებს, რომლებიც GLOVO-ს უკავშირდებიან ვებსაიტის მეშვეობით არსებულ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის მიზნით (შემდგომში „კანდიდატები“).
| ვინაობა | Glovoapp Georgia LLC (საიდ. 402099475) |
|---|---|
| საფოსტო მისამართი | აღმაშენებლის გამზ. 129ა, 0102, თბილისი, საქართველო |
| საკონტაქტო ელფოსტის მისამართი | www.glovoapp.com/es/contact |
GLOVO-ში არსებულ ნებისმიერ თანამდებობაზე კანდიდატის ამჟამინდელი ან სამომავლო ვარგისიანობის განხილვა, გარდა ამისა, GLOVO დაამუშავებს კანდიდატის მონაცემებს არსებული თანამდებობისთვის საჭირო გასაუბრების ჩატარების მიზნით, შეამოწმებს კანდიდატის ცოდნას, დაუკავშირდება კომპანიებს, სადაც იგი ადრე მუშაობდა, შეამოწმებს რეკომენდაციებს და შეაფასებს კანდიდატის ზოგად უნარ-ჩვევებს.
განაცხადის შეტანამდე კანდიდატებმა ნათლად უნდა განაცხადონ თანხმობა მათი მონაცემების დამუშავებაზე და ყველა იმ პირობაზე, რომელიც მითითებულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. GLOVO-ს ასევე შეუძლია დაამუშავოს მათი მონაცემები მათთან ხელშეკრულების დადების შესაძლებლობის გათვალისწინების მიზნით, კანდიდატების მოთხოვნიდან გამომდინარე.
კანდიდატის მონაცემები უნდა შეფასდეს GLOVO-ს მიერ დაქირავებული ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებლებისა და პლატფორმების მიერ, კადრების შერჩევის პროცესის მართვის მიზნით. მაგალითად, შეერთებულ შტატებში მდებარე კომპანია Greenhouse Software, Inc., რომელთანაც GLOVO-ს დადებული აქვს ხელშეკრულება კადრების შერჩევისა და კონტრაქტების გაფორმების პროცესის მართვის მიზნით. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის ფარგლებს გარეთ მდებარე კანდიდატების პირადი მონაცემები გადაიგზავნება აშშ-ში. რადგან ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ აშშ-ის მონაცემთა დაცვის კანონები ვერ უზრუნველყოფს პირადი მონაცემების დაცვის სათანადო დონეს, გადასაცემი მონაცემები ექვემდებარება დამატებით უსაფრთხოების ზომებს სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების ან/და კონფიდენციალობის დაცვის სქემის შესაბამისად. ამავდროულად, კანდიდატის მონაცემები შენახული იქნება Google, Inc და Amazon ვებ სერვისების სერვერებზე, რომლებიც იმოქმედებენ მონაცემთა დამმუშავებლების სახით, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის შესაბამისად. ყოველ მათგანთან GLOVO-ს დადებული აქვს წერილობითი ხელშეკრულება. იმისდა მიხედვით, თუ რომელ თანამდებობაზე შეაქვს კანდიდატს განაცხადი, მისი პირადი ინფორმაცია შეიძლება გადაეგზავნოს GLOVO-ს ჯგუფის სხვა კომპანიებს შესაბამისი ქვეყნისთვის მისი განაცხადის შეფასების მიზნით.
კანდიდატის მონაცემები ინახება ვაკანსიაზე შერჩევის პროცესის განმავლობაში და იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება არჩეული, შერჩევის პროცესის დასრულებიდან სამი (3) წლის განმავლობაში. კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიყენოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღნიშნული ნებისმიერი უფლება.
მომსახურების პროვაიდერების შერჩევისას, Glovo-ს უფლება აქვს გადააგზავნოს მომხმარებელთა მონაცემები ევროპული ეკონომიკური ზონის საზღვრებს გარეთ. მონაცემების გაგზავნამდე Glovo ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომსახურების პროვაიდერები იმოქმედებენ ევროკომისიის მიერ დადგენილი უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების შესაბამისად და რომ ისინი ყოველთვის გადაამუშავებენ მონაცემებს Glovo-ს მითითებების შესაბამისად. Glovo-ს მათთან შეიძლება გააფორმოს ხელშეკრულება, რომლის თანახმად პროვაიდერები აიღებენ ვალდებულებას იმოქმედონ Glovo-ს მითითებების შესაბამისად და უზრუნველყონ აუცილებელი უსაფრთხოების ზომების მიღება მომხმარებელთა მონაცემების დაცვის მიზნით.
მომხმარებელთა მონაცემები შენახული იქნება სახელშეკრულებო ურთიერთობის განხორციელების და მოქმედების პერიოდში, ანუ იმდენი ხნით, სანამ ისინი იქნებიან GLOVO-ს მომხმარებლები ან სანამ არ გამოიყენებენ თავისი მონაცემების დამუშავების შეზღუდვის უფლებას. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, GLOVO მის მონაცემებს შეინახავს საგადასახადო, ჯანდაცვის, სისხლის სამართლის და ნებისმიერი სხვა კანონით დადგენილი ვადით, GLOVO-ს მიერ სარჩელის შეტანის ან დაცვის მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში, GLOVO დაბლოკავს მომხმარებლის მონაცემებს. ამგვარად, ამ მონაცემების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათთან დაკავშირებული სარჩელის შეტანის ან დაცვის შემთხვევაში. კერძოდ, ნებისმიერი სხვა მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მონაცემები შენახული იქნება დანართ II-ში მოცემული ცხრილის შესაბამისად.
რაც შეეხება ანონიმურ ინფორმაციას, GLOVO შეასრულებს GDPR-ის 26 პრეამბულაში აღნიშნულ ყველა პირობას. აღნიშნულ პრეამბულაში წერია: „ამგვარად, მონაცემთა დაცვის პრინციპები არ ვრცელდება ანონიმურ ინფორმაციაზე, კერძოდ, ინფორმაციაზე, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს ან ანონიმურ პირად მონაცემებს იმგვარად, რომ მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, წინამდებარე რეგულაცია არ ეხება ანონიმური ინფორმაციას დამუშავებას, მათ შორის სტატისტიკური ან კვლევის მიზნებისთვის“.
მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს უფასოდ განახორციელონ თავისი უფლება პლატფორმაზე არსებული ფორმის გამოყენებით. უფლებების განხორციელება ასევე შესაძლებელია შემდეგ ელფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით: gdpr@glovoapp.com. ელფოსტის შეტყობინებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი უფლების განხორციელება სურთ, მათ შორის პლატფორმაზე რეგისტრირებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, თუ საჭიროა. მომხმარებელს დავუკავშირდებით, თუ დაგვჭირდება დამატებითი მონაცემები მისი ვინაოდის შესამოწმებლად.
შეგიძლიათ განახორციელოთ შემდეგი უფლებები GLOVO-ს მიმართ: თქვენს პირად მონაცემებზე წვდომის უფლება იმისათვის, რომ გაიგოთ, რომელი მონაცემი მუშაობს და როგორ; თქვენს პირად მონაცემებში უზუსტობების შესწორების უფლება; თქვენი პირადი მონაცემების წაშლის უფლება, თუ შესაძლებელია; თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნის უფლება, როცა მონაცემების დამუშავების სიზუსტე, კანონიერება და საჭიროება ეჭვქვეშაა, რა შემთხვევაშიც მონაცემებს შევინახავთ სარჩელის შეტანის ან დაცვის მიზნით. თქვენი მონაცემების დამუშავებაზე წინააღმდეგობის გაწევის უფლება, რათა გადავწყვიტოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც საკონტაქტო ფორმის მეშვეობით გამოგვიგზავნეთ. ასევე, სოციალურ მედიაზე თქვენი მონაცემების ან სოციალურ მედიაზე ან CV-ს დამუშავებაზე წინააღმდეგობის გაწევის უფლება. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა კომერციული შეტყობინებების მიღებაზე, პლატფორმაზე არსებული მომხმარებლის პროფილის მეშვეობით, ელფოსტის გაგზავნით ან ყველა კომერციულ შეტყობინებაში ამ მიზნისთვის მოცემული ბმულის გამოყენებით.
თუ მიიჩნევთ, რომ GLOVO მონაცემთა დაცვის კანონს არღვევს, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით ელფოსტის მისამართზე gdpr@glovoapp.com აღნიშნული დარღვევის შესახებ, რათა ჩვენ მოვაგვაროთ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგიძლიათ ასევე შეატყობინოთ ამის შესახებ ესპანეთის მონაცემთა დაცვის სააგენტოს (Agencia Española de Protección de Datos) და შეიტანოთ საჩივარი აღნიშნულ სააგენტოში თქვენი უფლებების დასაცავად.
არაუფლებამოსილი პირების მიერ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, მასში ცვლილებების შეტანის, გადამუშავების და მონაცემთა დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, Glovo-მ ევროკომისიის და სხვა უფლებამოსილი ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად და პერსონალური მონაცემების და ამ მონაცემთა დამუშავების მახასიათებლების გათვალისწინებით მიიღო ზომები უსაფრთოხების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. როგორც ზევით აღინიშნა, მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გადაეცემათ მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე.
ყველა მომხმარებელს აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა მის მონაცემებზე, განაახლოს ან/და წაშალოს იგი და ასევე, გამოხატოს პრეტენზიები. ამ უფლების განხორციელება ან/და Glovo-ს „კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან“ დაკავშირებით მოთხოვნების გაგზავნა შესაძლებელია „საკონტაქტო ფორმის“ მეშვეობით.
Glovo-ს სერვისების მუდმივი განახლების გამო, წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკაში“, „ქუქის გამოყენების წესებსა“ და „მოხმარების პირობებში“ შესაძლებელია, განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. არსებითი ცვლილებების განხორცილების შემთხვევაში, Glovo შეტყობინებას გაუგზავნის მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების მიერ შესაბამისი გზავნილის მიღებას. Glovo ზემოაღნიშნულ წესებში არ შეიტანს ისეთ ცვლილებებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებელთა მონაცემების დაცვის არაეფექტურობა.
ესპანურ ენაზე შესრულებელ „ქუქის“ გამოყენების წესებსა და წინამდებარე თარგმანს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ესპანურ ვერსიას.
| ქვეყანა | კომპანიის დასახელება | საგადასახადო ნომერი | იურიდიული მისამართი |
|---|---|---|---|
| ესპანეთი | Glovoapp23, S.L. | B66362906 | Carrer Pujades 94 (08005) Barcelona, Spain (ბარსელონა, ესპანეთი) |
| იტალია | Foodinho, S.R.L. | 09080990964 | Via Arcivescovo Calabiana, 6. 20139, Milano, Italy (მილანი, იტალია) |
| საფრანგეთი | Glovo France, Sarl | 820 863 223 | 135, avenue de Wagram 75017 Paris (პარიზი) |
| პორტუგალია | Glovoapp23, S.L. – Sucursal Em Portugal | 980593573 | Rua Alexandre Herculano, nº 19, 3º, Sala 3. 1250 008 Lisboa, Portugal (პორტუგალია) |
| რუმინეთი | GlovoappRo, S.R.L. | 39053728 | 41C Drum intre Tarlale street, 2nd floor, room 64, district 3, Bucharest (ბუხარესტი) |
| თურქეთი | Türkali Mh. Nüzhetiye Cd. Akar Ap. C Blok No:40/A Beşiktaş İstanbul | ||
| მაროკო | Glovoapp Morocco sarl | 26046117 | Rue Soumaya Résidence Shehrazade 3, 5ème étage, n° 22 Palmiers 20340 - Casablanca. |
| საქართველო | Glovoapp Georgia Llc | 402099475 | აღმაშენებლის გამზ. 129ა, თბილისი, 0102, საქართველო |
| უკრაინა | Glovoapp Ukraine LLC | 42555522 | 44 street Bogdan Khmelnitskyi, Shevchenkivskyi district, Kyiv, 01030 (კიევი) |
| ხორვატია | GlovoApp Technology d.o.o. | 48879371584 | Gundulićeva ulica 7 10000, Zagreb, Croatia (ზაგრები, ხორვატია) |
| ყაზახეთი | Glovoapp Kazhastan LLP | 1-90640018883 | 139 Luganskogo street, room 303 050051/A05B8C7, Almaty, Medeu District. |
| სერბია | Glovoapp Technology d.o.o. Beograd-Vračar | 111507569 | Belgrado 31, piso 1, Belgrado-Vracar, 11000 Belgrado, Serbia |
| ჩილე | GLOVOAPP CHILE SpA | 76600752-K | Nueva de Lyon 96 oficina 205, Providencia, Santiago |
| არგენტინა | KADABRA SAS | 30-71573572-1 | Cerrito 1070 piso 11 oficina 138, Buenos Aires, Argentina (ბუენოს აირესი, არგენტინა). |
| პერუ | GLOVOAPP PERU SAC | 20602602941 | Avenida San Borja Sur Nº 594 distrito de San Borja, provincia y departamento de Lima. |
| ურუგვაი | BUKFOR S.A | 21-8156650016 | Rincon Número 487 oficina 403, Montevideo, Uruguay (მონტევიდეო, ურუგვაი) |
| ეკვადორი | GLOVOAPP ECUADOR S.A. | 179285154800-1 | Avenida Rio Amazonas, Número: N35-43 |
| დომინიკის რესპუბლიკა | Glover Corporation SRL | RNC 1-31-76400-2 | Local Nro. 1 Calle Max Henriquez Ureña Esquina Calle 9, Plaza Quilviana Oficina 5. (Los Prados) Codigo postal 10131, Santo Domingo, Dominican Republic (სანტო დომინგო, დომინიკის რესპუბლიკა). |
| პანამა | GLOVOAPP PANAMA SA | 155662542-2-2018 Dv33 | Plaza Banco General Building, 24th floor |
| კოსტა რიკა | GLOVOAPP COSTA RICA LTDA | cédula jurídica) 3-102-755692 | Santa Ana, San José, 200 metros al norte de la Cruz Roja, Plaza Murano |
| გვატემალა | Glovoapp Guatemala S.A. | NIT 100446329 | 5a. Av. 5-55, zona 14 Europlaza Torre II 5º Nivel Guatemala |
| კოლუმბია | GLOVOAPP COLOMBIA SAS | საგადასახადო ნომერი (RUT) 901192013 | |
| ელ სალვადორი | GLOVOAPP EL SALVADOR S.A. de C.V. | NRC 270895-1 | Avenida 79 Norte, Residencial y 13 calle poniente Casa #4109 San Salvador (სან სალვადორი) |
| პუერტო რიკო | GLOVOAPP PR L.L.C | EIN 66-0913784 | P.O. Box 9023194, San Juan, Puerto Rico 00902-3194 |
| ჰონდურასი | GLOVOAPP HONDURAS, SA | RTN 08019019125898 | Tegucigalpa, Departamento de Francisco Morazán |
| კენია | Glovapp Kenya, LLC | P051739866F | The Mirage, Tower 3, 1st Floor, Suite 1, Nairobi (ნაირობი) |
| კოტ-დ'ივუარი | GLOVOAPP COTE D’IVOIRE SARL | 53703324719 | Cocody Ambassades - Rue Viviane, 08 BP 2815 Abidjan 08, Côte d’Ivoire |
| ვადა | აღწერა | იურიდიული წყაროს მითითება |
|---|---|---|
| 3 წელი | დარღვევებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადები: - ძალიან სერიოზული დარღვევები: 3 წლის შემდეგ. - სერიოზული დარღვევები: 2 წლის შემდეგ. - მცირე დარღვევები: 1 წლის შემდეგ. | ესპანეთის ორგანული მონაცემთა დაცვის კანონი (LOPD) |
| ვადა | აღწერა | იურიდიული წყაროს მითითება |
|---|---|---|
| 5 წელი | ნებისმიერი სახის პირადი სარჩელები კონკრეტული ხანდაზმულობის ვადის გარეშე იმ მომენტიდან, როცა ვალდებულება განხორციელებადი ხდება. მიმდინარე დადებითი ან უარყოფითი ვალდებულებების ყოველი დარღვევის შემთხვევაში აღნიშნული ვადა ხელახლა ამოქმედდება. | ესპანეთის სამოქალაქო კოდექსის 1962 მუხლი (Código Civil) |
| ვადა | აღწერა | იურიდიული წყაროს მითითება |
|---|---|---|
| 6 წელი | კომერციული მიზნებისთვის: სააღრიცხვო წიგნები, კორესპონდენცია, დოკუმენტაცია და დამხმარე საბუთები, რომლებიც მათ ბიზნესთანაა დაკავშირებული, სააღცრიცხვო წიგნებში ბოლო ჩანაწერის ჩათვლით, თუ ზოგადი ან კონკრეტული დებულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული კომერციული ვალდებულება ვრცელდება სავალდებულო სააღრიცხვო წიგნებზე (შემოსავალი, ხარჯი, ძირითადი საშუალებები და რეზერვები), მათ შორის სააღრიცხვო წიგნებში არსებულ დოკუმენტაციაზე და ჩანაწერების დოკუმენტურ მტკიცებულებაზე (გაცემული და მიღებული ინვოისები, თავდებობები, შესწორებული ინვოისები, საბანკო დოკუმენტაცია და ა.შ.). | სამოქალაქო კოდექსში გამოქვეყნებული 1885 წლის 22 აგვისტოს მეფის განკარგულების 30-ე მუხლი. |
| 4 წელი | საგადასახადო მიზნებისთვის: სააღრიცხვო წიგნები და სხვა სავალდებულო ჩანაწერები მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი, დღგ, კორპორაციის მოგების გადასახადი და ა.შ), სააღრიცხვო წიგნებში არსებული ჩანაწერების დოკუმენტური მტკიცებულება (მათი შორის კომპიუტერული პროგრამები და ფაილები და სხვა დოკუმენტური მტკიცებულება საგადასახადო მიზნებისთვის) უნდა იყოს შენახული სულ მცირე იმ პერიოდის განმავლობაში, რომლის დროს საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ გადაამოწმონ და გამოიძიონ, შეაფასონ და გააგზავნონ შეტყობინება გადასახდელი გადასახადის შესახებ. | ნაწილი 3 (ხანდაზმულობის ვადა), მუხლები 2003 წლის 17 დეკემბრის # 58/2003 საერთო საგადასახადო კანონის მუხლები 66-70 (Ley General Tributaria). |
| ვადა | აღწერა | იურიდიული წყაროს მითითება |
|---|---|---|
| 3 წელი | ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის გამო მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზიებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი პროდუქტის მიწოდების მომენტიდან. | 2007 წლის 16 ნოემბრის #1/2007 მეფის საკანონმდებლო განკარგულების მუხლი 123.4, რომელიც ამტკიცებს საერთო მომხმარებლების დაცვის კანონის (Ley General para la Defensa de los Consumidores y Usuarios) კონსოლიდირებულ ტექსტს, სხვა დამატებითი კანონები. |
| ვადა | აღწერა | იურიდიული წყაროს მითითება |
|---|---|---|
| 3 წელი | დარღვევებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადები: - ძალიან სერიოზული დარღვევები: 3 წლის შემდეგ. - სერიოზული დარღვევები: 2 წლის შემდეგ. - მცირე დარღვევები: 6 წლის შემდეგ. | 2002 წლის 11 ივლისის ელექტრონული კომერციისა და საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების შესახებ 34/2002 კანონის 45 მუხლი (Ley de Servicios de la Sociedad de la Información y el Comercio Electrónico) |
| ვადა | აღწერა | იურიდიული წყაროს მითითება |
|---|---|---|
| 10 წელი | დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას. რეგულირებული მხარეების დოკუმენტების სარეგისტრაციო სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტაციის სათანადო მართვას და ხელმისაწვდომობას როგორც შიდა კონტროლის მიზნებისთვის, ისე ხელისუფლების მოთხოვნებზე სათანადო და დროული რეაგირებისთვის. | 2010 წლის 28 აპრილის #1/2010 კანონის 25-ე მუხლი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ (Ley de prevención del blanqueo de capitales y de la financiación del terrorismo). |